აზარი:
Aa
Aa

აზარი: "პსჟ-ს უარი ვუთხარი"

"პარი სენ-ჟერმენის" პრეზიდენტს, ნასერ ალ-ხელაიფის აზარის გადაბირება დიდი ხნის განმავლობაში სურდა და მისი შეძენა რამდენჯერმე სცადა, მაგრამ ბელგიელი ვერ დაიყოლია.

L'Equipe-თან საუბრისას ედენმა განაცხადა, რომ პარიზელებისგან წინადადება ამ ზაფხულსაც მიიღო, მაგრამ ისინი უარით გაისტუმრა.

"პსჟ-ს რიგებში არასდროს ვითამაშებ. მათ ჩემი გაფორმება რამდენჯერმე სცადეს, მაგრამ თუ ლიგა ერთში დავბრუნდები "ლილის" გარდა სხვა გუნდში არ ვიასპარეზებ. ისინი უარით სწორედ ამიტომ გავისტუმრე. პსჟ არის გუნდი, რომელშიც ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი გაქვს, მაგრამ ეს ჩემი მთავარი პრიორიტეტი არ გახლავთ. თუ ლიგა ერთში დავბრუნდები, აუცილებლად "ლილის" მაისურს მოვირგებ".

შეგახსენებთ, რომ 27 ნოემბერს აზარს "პარი სენ-ჟერმენის" წინააღმდეგ თავის გამოჩენის საშუალება მიეცემა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში "რეალი" პსჟ-ს შეერკინება და რევანშის აღებას შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები