Aa
Aa

"მარიო წადი" - დაპირისპირება ბალოტელისა და გროსოს შორის?

მარიო ბალოტელიმ "ბრეშას" ვარჯიში ნაადრევად დატოვა, რაც იტალიური პრესის მიხედვით კლუბის ბაზაზე მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.

Gazzetta dello Sport ადგილობრივ გამოცემებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სავარაუდოდ "სუპერ მარიო" და "ბრეშას" მთავარი მწვრთნელი, ფაბიო გროსო ვარჯიშისას ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

როგორც ირკვევა იტალიელმა სპეციალისტმა "ბალოს" ასეთი ფრაზით მიმართა - "მარიო, წადი", რის შემდეგაც ბალოტელიმ ვარჯიში ერთი საათით ადრე დატოვა.

"ბრეშაში" ინციდენტს არ ადასტურებენ და ყველაფერს უარყოფენ, თუმცა იტალიური გამოცემები იუწყებიან, რომ რაღაც ნამდვილად მოხდა და 28 წლის თავდამსხმელი "ძალიან გაბრაზებული" გახლდათ.

აქვე გეტყვით, რომ "ბრეშა" მომდევნო შეხვედრას სტუმრად, "რომას" წინააღმდეგ გამართავს და ჯერჯერობით უცნობია "სუპერ მარიოსთან" ერთად იასპარეზებს, თუ მის გარეშე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები