მანე კლოპს აქებს -
Aa
Aa

მანე კლოპს აქებს - "ის მსოფლიოში საუკეთესოა"

სადიო მანე იურგენ კლოპის მისამართით საქებარ სიტყვებს არ იშურებს. სენეგალელი ფეხბურთელი გერმანელი სპეციალისტის მიერ გუნდზე მოხდენილ გავლენას უსვამს ხაზს და კლოპს სხვებზე წინ აყენებს.

"ევროპაში მაღალი დონის ბევრი სპეციალისტი მუშაობს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი დამრიგებელი ყოველთვის შესაფერის სიტყვებს იყენებს და მშვენივრად მოეხსენება თავისი გუნდი როგორ უნდა გაწვრთნას.

კლოპის მიერ მოხდენილი გავლენა ჩემში კითხვის ნიშნებს არასდროს გააჩენს. ის გამარჯვებულია და ვფიქრობ მსოფლიოში საუკეთესოა".

შეგახსენებთ, რომ კლოპის "ლივერპული" პრემიერ ლიგის პირველ ადგილს იკავებს და მეორე პოზიციაზე მყოფ "ლესტერს" 8 ქულით უსწრებს. "წითლები" უპირატესობის შენარჩუნებას მომდევნო შეხვედრაში შეეცდებიან და 23 ნოემბერს სტუმრად "კრისტალ პალასს" შეერკინებიან. მერსისაიდელებს "არწივებთან" ფონს გასვლა სალაჰის, რობერტსონისა და შაჩირის გარეშე მოუწევთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები