Aa
Aa

ძანიოლოს სომხეთთან თამაშს "იუნაიტედი" აკვირდებოდა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ინტერესთა სფეროში „რომას“ 20 წლის შემტევი, ნიკოლო ძანიოლო მოექცა. აპენინური გამოცემების თქმით, „წითელ ეშმაკთა“ წარმომადგენლები იტალია-სომხეთის მატჩს ესწრებოდნენ და ძანიოლოს თამაშს აკვირდებოდნენ.

ახალგაზრდა შემტევმა სომეხთა კარში 2 გოლი გაიტანა, დანიელე დე როსის რეკორდი გააუმჯობესა და „რომას“ ფეხბურთელთაგან ნაკრების ყველაზე მცირეწლოვანი მეგოლე გახდა.

რომაელები თავიანთ ტალანტს 79 მილიონ ევროდ აფასებენ. აღსანიშნავია, რომ თუკი „ჯალოროსი“ ძანიოლოს გაყიდის, სატრანსფერო თანხის 15% ფეხბურთელის ყოფილმა კლუბმა, „ინტერმა“ უნდა მიიღოს.

ნიკოლო ძანიოლო „რომას“ ძირითად გუნდში გასული სეზონის დასაწყისიდან გამოჩნდა, რის შემდეგაც ნელ-ნელა გუნდისთვის მნიშვნელოვან მოთამაშედ ჩამოყალიბდა. მან რომაელთა მაისურით დღემდე ჩატარებულ 50 მატჩში 11 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები