''უფრო მეტს ვიმსახურებდით'' - ნიკა მალი იმედგაცრუებულია
Aa
Aa

''უფრო მეტს ვიმსახურებდით'' - ნიკა მალი იმედგაცრუებულია

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი ნიკა მალი თვლის, რომ საფრანგეთთან და სლოვაკეთთან შეხვედრებში არბიტრთა გადაწყვეტილებებმა მეტოქის გამარჯვებას ხელი შეუწყო.

''საბურთალოს'' 20 წლის მცველი, რომელმაც კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 23 მატჩში 5 საგოლე გადაცემა შეასრულა, საფრანგეთთან და სლოვაკეთთან გამართული შეხვედრების შესახებ CrystalSport-ს ესაუბრა.

ნიკა მალი:''ჩემი აზრით საფრანგეთთან არ უნდა დავმარცხებულიყავით, მით უმეტეს რომ 2:0-ს ვაგებდით და ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მოვახერხეთ. ცხადია მსაჯის გადაწყვეტილებამ საფრანგეთის ნაკრების გამარჯვებას ხელი შეუწყო, მან მატჩის მიწურულს მეტოქის სასარგებლოდ პენალტი დანიშნა და ფრანგთა წარმატებას ხელი შეუწყო. მიუხედავად ამისა ვფიქრობ, რომ ასეთი სირთულის თამაშისას უფრო მეტი კონცენტრაცია გვმართებს.

საფრანგეთის ნაკრების მხრიდან ჯონათან იკონეს გამოვარჩევდი, მან ჩვენს დაცვას ბევრი პრობლემა შეუქმნა.''

''საბურთალოს'' ფეხბურთელის თქმით ისევე როგორც საფრანგეთთან მატჩში, სლოვაკეთთან შეხვედრაშიც მსაჯის გადაწყვეტილებამ შედეგზე დიდი გავლენა იქონია:''ამ შემთხვევაშიც ისე მოხდა, როგორც საფრანგეთში. არბიტრმა ლოჩოშვილი გააძევა და რიცხვობრივ უმცირესობაში აღმოვჩნდით.

საერთო ჯამში ვფიქრობ, რომ გასულ თამაშებში უფრო მეტს ვიმსახურებდით ვიდრე მივიღეთ, ქულის ან ქულების მოპოვება შეგვეძლო.''

ნიკა მალი და სლოვაკი კრისტიან ჰერცი, რომელიც ინგლისური ''ვულვზიდან'' ჩეხურ ''პლზენშია'' განათხოვრებული

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს 5 მატჩის შემდეგ 6 ქულა აქვს და ჯგუფის მე-3 ადგილზე იმყოფება. ცეცაძის ფეხბურთელები მომდევნო თამაშს 26 მარტს, ისევ სლოვაკეთის წინააღმდეგ, უკვე საკუთარ მოედანზე გამართავენ.

ცეცაძის გუნდმა ჯგუფის ყველა მონაწილესთან ითამაშა, ლიხტენშტაინსა და აზერბაიჯანს სძლია, რის შემდეგაც გასვლითი მატჩები შვეიცარიასთან, საფრანგეთთან და სლოვაკეთთან გამართა, თუმცა გასულ სამ შეხვედრაში 1 ქულის მოპოვებაც ვერ შეძლო.

ფოტო: gff.ge, TASR/Henrich Mišovič

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები