Aa
Aa

"მანჩესტერი" ჰოლანდის ტრანსფერით ინტერესდება

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელს, ოლე გუნარ სულშერს „ზალცბურგის“ თავდამსხმელის, ერლინგ ბრაუტ ჰოლანდის შეძენა სურს. „წითელი ეშმაკები“ ნორვეგიელს მას შემდეგ აკვირდებიან, რაც იგი „მოლდეს“ ძირითად გუნდში გამოჩნდა. „ოლდ ტრაფორდის“ ბინადრები სულშერის პოზიციას იზიარებენ და მზად არიან 19 წლის ცენტრფორვარდის სანაცვლოდ დიდი თანხები გაიღონ.

დღესდღეობით ჰოლანდი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია. უცხოური გამოცემები წერენ, რომ მისი გადაბირება „არსენალს“, „რეალს“, „იუვენტუსსა“ და „ბაიერნს სურთ. „ზალცბურგის“ ხელმძღვანელობამ ევროპული გრანდების ინტერესის შესახებ ყველაფერი იცის და შექმნილი სიტუაციის სათავისოდ გამოყენებას გეგმავს. ავსტრიელები ჰოლანდის სანაცვლოდ 75 მილიონ ფუნტს ითხოვენ.

„მანჩესტერის“ მესვეურებს გამოსასყიდი თანხა არ აშინებთ. „იუნაიტედი“ უკან დახევას არც ალფ-ინგე ჰოლანდის მიერ გაკეთებული კომენტარების გამო აპირებს, რომელსაც მიაჩნია, რომ მისი შვილი პრემიერ ლიგაში არ უნდა გადავიდეს. ბრიტანული პრესის ინფორმაციით „წითელი ეშმაკების“ ხელმძღვანელებსა და სულშერის სამწვრთნელო შტაბს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც სწორედ ჰოლანდის საკითხი და ტრანსფერის გაჩარხვის შემთხვევაში მისი როლი განიხილეს.

შეგახსენებთ, რომ „ზალცბურგმა“ ჰოლანდი 4.5 მილიონ ევროდ შეიძინა. ნორვეგიელმა ცენტრფორვარდმა მიმდინარე სეზონში 16 მატჩი ჩაატარა და 22 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები