Aa
Aa

პოჩეტინო "ბარსელონაში"?

ბრიტანული გამოცემა, The Sun გვაუწყებს, რომ კატალონიის „ბარსელონა“ მაურისიო პოჩეტინოსთვის ბრძოლაში ჩაერთო. არგენტინელ სპეციალისტს „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი საშინელი სტარტის შემდეგ დაატოვებინეს, თუმცა ევროპული ფეხბურთის გრანდებს მისი საკუთარ რიგებში ხილვა მაინც სურთ.

„ბლაუგრანას“ გარდა პოჩეტინოს გადაბირებით „ბაიერნი“ ინტერესდება, რომელმაც ცოტა ხნის წინ ნიკო კოვაჩი გაათავისუფლა და ახალ დამრიგებელს ეძებს. „რეკორდმაისტერს“ მაურისიოსთან მოლაპარაკებების დაწყება სურს. თუმცა The Sun-ის ცნობით „ბარსელონა“ უფრო აქტიურია, ვიდრე გერმანული გრანდი.

„ბლაუგრანას“ თავკაცი, ერნესტო ვალვერდე დიდი წნეხის ქვეშ იმყოფება და თუ ის გუნდიდან გაუშვეს, კატალონიელები აქცენტს სწორედ პოჩეტინოზე გააკეთებენ.

The Sun-ის მიხედვით მთავარი დაბრკოლება, რომლის გადალახვაც „ბარსელონას“ მოუწევს გახლავთ ის, რომ პოჩეტინო „ესპანიოლში“ მუშაობდა და ამ გუნდის გულშემატკივარია. თანაც 2017 წელს მან განაცხადა, რომ თავი „ბლაუგრანას“ მთავარ მწვრთნელად არ წარმოუდგენია.

აქვე გეტყვით, რომ „არსენალის“ ყოფილი ფეხბურთელი, მარტინ კიოუნი „მეთოფეებს“ მოუწოდებს პოჩეტინო დაიყოლიონ და არგენტინელი სპეციალისტი უნაი ემერის შემცვლელად დანიშნონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები