Aa
Aa

შეუდარებელი დონჩიჩი - ისტორიული მატჩი და მორიგი სამმაგი დუბლი

„დალას მავერიქსის“ 20 წლის კალათბურთელი, ლუკა დონჩიჩი ბრწყინვალე სეზონს ატარებს. სლოვენიელი მსუბუქი ფორვარდი საოცარ ფორმაში იმყოფება, რაც „გოლდენ სტეიტთან“ მატჩში კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

„უორიორსის“ წინააღმდეგ დონჩიჩმა პარკეტზე 25:30 წუთი გაატარა და აქტივში 35 ქულა, 10 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. ლუკა NBA-ის ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც 35 ქულიანი სამმაგი დუბლი 25 წუთში ან უფრო ნაკლებ დროში მიითვალა. გარდა ამისა სლოვენიელი ფენომენი ლეგენდარული ალენ აივერსონის შემდეგ პირველი მოთამაშეა, ვისაც ერთ მეოთხედში მეტოქე გუნდზე მეტი ქულა, მეტი მოხსნა და მეტი შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. დონჩიჩმა ეს მიღწევა „გოლდენ სტეიტთან“ დაპირისპირების პირველ მეოთხედში გაიფორმა.

 

დაბოლოს, დონჩიჩი ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელია, რომელმაც 35 ქულიანი სამმაგი დუბლი მიჯრით გაიფორმა. ლუკამ ოსკარ რობერტსონის რეკორდი დაამხო. „ბიგ ოუმ“ ზედიზედ ორ შეხვედრაში 35 ქულიანი სამმაგი დუბლი 22 წლისა და 34 დღის ასაკში მიითვალა. ლუკამ კი იგივე 20 წლისა და 265 დღის ასაკში გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები