დიდებული 2019 წელი - სერჟ გნაბრის საოცარი სტატისტიკა
Aa
Aa

დიდებული 2019 წელი - სერჟ გნაბრის საოცარი სტატისტიკა

მიუნხენის „ბაიერნის“ გერმანელი შემტევი სერჟ გნაბრი 2019 წელს საოცრად პროგრესირებს და დიდებულ სეზონს ატარებს.

24 წლის გნაბრის სტატისტიკა შთამბეჭდავია. მან უკანასკნელ 12 შეხვედრაში 11 გოლის გატანა შეძლო. გერმანიის ნაკრებში კი წელს 6 შეხვედრაში 9 ბურთი შეაგდო.

„ბუნდესნაკრებში“ გნაბრის სრული სტატისტიკა კი ასეთია - 13 მატჩი, 13 გოლი.

ამ ფეხბურთელისგან ასეთ პროგრესს არავინ ელოდა. 24 წლის ასაკში გნაბრიმ უკვე 5 გუნდი და 3 ქვეყანა გამოიცვალა, რაც მის არასტაბილურობაზე მეტყველებს, თუმცა 2019 წელი როგორც ჩანს, მისთვის გარდამტეხი იქნება.

გნაბრი ამჟამად ვარსკვლავად ყალიბდება და სეზონის მაჟორულ ნოტაზე დასრულება მისთვის აუცილებელი იქნება. 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე იოაჰიმ ლიოვის ნაკრებში ის ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალა იქნება.

შეგახსენებთ, რომ სერჟ გნაბრიმ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში ჩრდილოეთ ირლანდიას ჰეთ-თრიკი შეუსრულა. გერმანიამ 6:1 მოიგო.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები