ბერბატოვი:
Aa
Aa

ბერბატოვი: "ბეილი სულელია, რომ გამარჯვება ასე აღნიშნა"

უელსის ნაკრებმა ევრო 2020-ზე ასპარეზობა საკუთარ მოედანზე უნგრეთის დამარცხების (2:0) შემდეგ გაინაღდა.

უელსელბმა აარონ რემზის დუბლით მოიგეს. მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო გარეთ ბეილი, რომელმაც საგოლე გადაცემა შეასრულა და მატჩის შემდეგ გამარჯვება საკმაოდ ხმაურიანად აღნიშნა.

„უელსი“, გოლფი და მადრიდი, აი ასეთი თანმიმდევრობით“. - ასე იყო გაფორმებული უელსის დროშა.

ბუნებრივია ბეილმა ამ ჟესტით „რეალს“ მიანიშნა, რომ მათ შორის ურთიერთობა კვლავ ჩიხშია.

ამ ინციდენტთან დაკავშირებით ვეტერანმა ბულგარელმა ფორვარდმა დიმიტარ ბერბატოვმა ისაუბრა, რომელმაც ბეილს სულელი უწოდა:

„ბეილი სულელია, რომ გამარჯვება ასეთ დროშასთან ერთად აღნიშნა. აშკარაა, რომ გარეტსა და „რეალს“ შორის დაძაბული ურთიერთობაა.

რა თქმა უნდა, ის უელსელია და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა უნდა ეზეიმა, მაგრამ არ ვფიქრობ რომ ასეთი ფორმით. დიახ, ვიცი რომ ის ხუმარაა, მაგრამ მსგავსი ფაქტი დაძაბულობასა და დამატებით საუბრებს აუცილებლად გამოიწვევს.

არ ვიცი რას ემსახურებოდა მისი ეს გამოხტომა, თუმცა ცალსახაა რომ ეს სულელური გადაწყვეტილება იყო“.

შეგვიძლია 99%-იანი ალბათობით ვთქვათ, რომ ბეილი სეზონის ბოლოს „რეალს“დატოვებს. მის მომავალს ჩინურ კლუბებსა და ინგლისის პრემიერლიგას უკავშირებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები