ნეიმარი ბრუნდება:
Aa
Aa

ნეიმარი ბრუნდება: "თავს მშვენივრად ვგრძნობ და მადრიდში სათამაშოდ მზად ვარ"

სანაკრებო პაუზის შემდეგ საკლუბო სეზონი უქმეებზე განახლდება, სამშაბათს კი ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურების მატჩები გველის.

ტომას ტუხელის პსჟ როგორც ჩანს, სეზონში პირველად სრული შემადგენლობით შეიკრიბება და ეს დიდი ალბათობით „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ მოხდება.

პარიზელთა ლაზარეთში გუნდის ლიდერთაგან მხოლოდ ნეიმარიღა იყო დარჩენილი, რომელიც ამჟამად თავს კარგად გრძნობს: „თავს მშვენივრად ვგრძნობ და მადრიდში სათამაშოდ მზად ვარ“, - ეს კომენტარი ნეიმარმა დღეს გააკეთა.

ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში საკმაოდ სიანტერესო ვითარებაა. 12 ქულით პსჟ უკვე მერვედფინალშია და მათ პირველი ადგილის გასანაღდებლად მხოლოდ 1 ქულის მოპოვება სჭირდებათ.

თუ პსჟ მადრიდში მინიმუმ არ წააგებს და პარალელურად „ბრიუგე“ სტამბულში“ „გალათასარაის“ დამარცხებას შეძლებს 5 ქულას მოაგროვებს, „რეალს“ კი 8 ქულა ექნება.

ბელგიურ კლუბსა და მადრიდელებს შორის სხვაობა მხოლოდ 3 ქულა იქნება. ბოლო ტურს კი დიდი მნიშვნელობა ექნება, რადგან „ბრიუგე“ გამარჯვების შემთხვევაში თანაბარი ქულებით „სამეფო კლუბს“ ურთიერთშეხვედრებში აჯობებს და მერვედფინალში სწორედ ისინი ითამაშებენ.

ეს რა თქმა უნდა თეორიაა, რომელსაც ხორცი მინდორზე უნდა შეესხას და ისიც რთული წარმოსადგენია, რომ „რეალმა“ 2 შეხვედრაში 1 ქულაზე მეტი ვერ აიღოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები