Aa
Aa

"ბორჯღალოსნები" მსოფლიო ჩემპიონებს შეერკინებიან

მსოფლიო თასის მოქმედი გამარჯვებული, სამხრეთ აფრიკის ეროვნული ნაკრები საქართველოს დაუპირისპირდება.

ინფორმაცია სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირმა ოფიციალურად დაადასტურა.

2020 წლის  4 და 11 და ივლისს ტესტ მატჩებზე  "სპრინგბოქსი" შოტლანდიას დაუპირისპირდება, ხოლო 18 ივლისს, "ბორჯღალოსნებს" შეხვდება.

არსებობის ისტორიის მანძილზე, საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს მეორედ შეხვდებიან.

პირველად, გუნდები ერთმანეთს 2003 წლის მსოფლიო თასზე შეხვდნენ, სადაც სამხრეთ აფრიკამ 46-19 მოიგო.

 

ცხელი ამბები