ვან გაალი
Aa
Aa

ვან გაალი "მილანში"?

იტალიური "მილანის" გაწვრთნის ერთ-ერთ კანდიდატად ლუი ვან გაალი მოიაზრება - ამ ინფორმაციას Gazzetta dello Sport ავრცელებს. 

წყაროს თქმით, "როსონერის" მესვეურები ვან გაალის გადმობირებაზე ფიქრობენ და თუკი საბოლოო გადაწყვეტილებაც მიიღეს, მოლაპარაკებებიც დაიწყება.

გარდა ჰოლანდიელისა "მილანის" პოტენციური მწვრთნელები "აიაქსის" ყოფილი თავკაცი ფრანკ დე ბური და "ზენიტიდან" ახლახანს წამოსული ანდრე ვილაშ-ბოაში არიან. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები