მოურინიოს გამოწვევები
Aa
Aa
20 ნოემბერი 2019  |  16:34

მოურინიოს გამოწვევები "ტოტენჰემში"

„ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაურისიო პოჩეტინო ჟოზე მოურინიომ ჩაანაცვლა. არგენტინელმა სპეციალისტმა „დეზები“ პრემიერ ლიგის საუკეთესო ოთხეულის გუნდად აქცია და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, თუმცა ლონდონელებმა მიმდინარე სეზონი ცუდად დაიწყეს და კლუბის ხელმძღვანელობამ სიტუაციის გამოსწორება პოჩეტინოს გათავისუფლებითა და მოურინიოს დანიშვნით სცადა. „ტოტენჰემში“ პორტუგალიელზე დიდ იმედებს ამყარებენ და "განსაკუთრებულს" ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუწევს.

საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა

საშინელი სტარტის შემდეგ „ტოტენჰემის“ პროგრამა მაქსიმუმი საუკეთესო ოთხეულში მოხვედრაა. მიზნის მისაღწევად კი გამარჯვებების დასაკუთრება გახლავთ საჭირო. „დეზებს“ ინგლისის უმაღლეს დივიზიონში 28 სექტემბრის შემდეგ არ მოუგიათ.  მოკლედ მოურინიოს კოლექტივმა წარუმატებელი სვლა უნდა შეწყვიტოს და ჩვეულ სტილს დაუბრუნდეს.

ლორისისა და ვერტონგენის ტრავმები და პრობლემები დაცვის ხაზში

„ტოტენჰემს“ დაცვის ხაზში ხარვეზები აქვს. „დეზებმა“ პრემიერ ლიგის ეგიდით გამართული 12 შეხვედრიდან კარი მშრალად მხოლოდ ორში შეინახეს. ჩემპიონთა ლიგაზე კი „ბაიერნმა“ ლონდონელთა უკანახაზი ააწიოკა და 7 გოლი გაიტანა. აშკარაა, რომ „ტოტენჰემის“ დაცვის ხაზში ბევრი რამაა გამოსასწორებელი და „მოუს“ სიტუაციის დალაგება მოუწევს.

ერიქსენი, ალდერვეირელდი და ვერტონგენი

მოურინიომ განაცხადა, რომ „ტოტენჰემს“ მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს და ლონდონური გუნდის ჩაბარება სწორედ ამან გადააწყვეტინა. თუმცა საგულისხმოა, რომ „დეზების“ რამდენიმე მოთამაშე კლუბის დატოვებას გეგმავს. ჟოზემ ისინი უნდა დაარწმუნოს, რომ გადაწყვეტილება შეცვალონ. თანაც საუბარი ისეთ ფეხბურთელებზეა, რომლებიც გუნდის ბირთვს წარმოადგენენ. ალდერვეირელდი და ვერტონგენი წამყვანი მცველები არიან, ხოლო ერიქსენი დღესდღობით ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია.

უტიტული სერიის დასასრული

„ტოტენჰემმა“ ბოლო ტიტული 2007-08 წლების სეზონში ხუანდე რამოსის წინამძღოლობით მოიგო. მას შემდეგ „დეზებს“ წარმატება არცერთხელ უზეიმიათ. ბუნებრივია პირველ სეზონში მოურინიოს გულშემატკივრების გახარება ძალიან გაუჭირდება. „ტოტენჰემს“ მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის და ასოციაციის თასის მოგების შანსი აქვს.

სასტარტო შემადგენლობა და სონი და კეინი

ალი, ერიქსენი და მოურა ოპტიმალურ ფორმაში არ იმყოფებიან. მაღალ დონეზე ვერც ლონდონელთა ახალწვეულები, ნდომბელე, ლო სელსო და სესენიონი ასპარეზობენ. მოურინიომ უნდა იპოვოს შემადგენლობა, რომელშიც დღესდღეობით „ტოტენჰემის“ ორი საუკეთესო ფეხბურთელი, ჰარი კეინი და სონი თავის გამოჩენას მოახერხებენ და მათ მხარს თანაგუნდელებიც აუბამენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები