Aa
Aa
20 ნოემბერი 2019  |  15:07

"მოედანს რამდენიმე კვირაში დავუბრუნდები" - კაკაბაძე სერიოზულ ტრავმას გადაურჩა

საქართველოს ნაკრებმა 2019 წელი ხორვატიასთან ამხანაგური შეხვედრით დაასრულა, რომელიც ვლადიმირ ვაისის გუნდმა 1:2 დათმო.

მარცხზე მეტად უფრო მტკივნეული ოთარ კაკაბაძის ტრავმა იყო, რომელმაც მეორე ტაიმში ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა.

როგორც გაირკვა ჩვენი ნაკრების მარჯვენა მცველს სერიოზული არაფერი სჭირს და მას მხოლოდ რამდენიმე კვირა გაუცდება.

ამის შესახებ გულშემატკივრებს ოთარ კაკაბაძემ საკუთარი ფეისბუქ გვერდიდან აცნობა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 2020 წლის 26 მაისს ერთა ლიგის ნახევარფინალში "დინამო არენაზე" ბელარუსს უმასპინძლებს.

22 ნოემბერს წილისყრის შედეგად დადგინდება, თუ რომელი წყვილიდან გასული უმასპინძლებს ფინალურ მატჩს - საქართველო - ბელარუსი, თუ მაკედონია - კოსოვო...

ფოტო - gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები