რატომ გაუშვეს პოჩეტინო?
Aa
Aa
20 ნოემბერი 2019  |  12:28

რატომ გაუშვეს პოჩეტინო?

ბრიტანულმა გამოცემამ, Daily Mail-მა მაურისიო პოჩეტინოს შესახებ სტატია გამოაქვეყნა და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომელთა გამოც ლონდონელთა ხელმძღვანელობამ არგენტინელ სპეციალისტს მთავარი მწვრთნელის პოსტი დაატოვებინა.

***

პირველ რიგში აუცილებელია ფეხბურთელებსა და პოჩეტინოს შორის არსებულ ურთიერთობაზე ვისაუბროთ. არგენტინელი სპეციალისტი თავის შეგირდებს ფაქტობრივად არ ესაუბრებოდა, მათთან დისკუსიაში არ შედიოდა და ვარჯიშებზე უფრო და უფრო იშვიათად ჩნდებოდა. ამასთან ერთად მაურისიო „ტოტენჰემის“ მოთამაშეების ყველა ქმედებას აკრიტიკებდა - გამონაკლისების გარდა. „დეზების“ ფეხბურთელებს ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდათ, თითქოს მათი დამრიგებელი ხელსაყრელ მომენტს ელოდებოდა, რათა მათ მიმართ ნეგატიური კომენტარი გაეკეთებინა.

Daily Mail-ის მიხედვით კიდევ ერთი პრობლემა გახლდათ ის, რომ მოთამაშეებს გასახდელში ერთი და იგივე ხმის გაგონება მობეზრდათ. პოჩეტინო „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს 5 წლის განმავლობაში იკავებდა და როგორც ჩანს „დეზების“ ვეტერანები ცვლილებებისკენ იხრებოდნენ.

დაბოლოს, „დეზების“ ფეხბურთელები უკმაყოფილოები იყვნენ იმით, რომ 47 წლის სპეციალისტის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები რეალობისგან შორს იყო.

აქვე გეტყვით, რომ Daily Mail-ის გარდა პოჩეტინოსთან დაკავშირებით სტატია The Sun-მაც გამოაქვეყნა.

პირველი - „ტოტენჰემის“ მოთამაშეთა უმრავლესობამ არგენტინელის მიმართ პატივისცემა დაკარგა, რადგან ეს უკანასკნელი ვარჯიშებს იშვიათად ესწრებოდა და ძირითადი შემადგენლობის შერჩევისას თავის შეგირდებთან დისკუსიაზე უარს ამბობდა. მეორე - მმართველ საბჭოს მიაჩნია, რომ მაურისიომ ყველაფერი გააკეთა, რათა გუნდიდან გაეშვათ და მესამე - დანიელ ლევის იმედი აქვს, რომ პოჩეტინოს წასვლის შემდეგ ფეხბურთელები, რომლებიც კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს ამბობდნენ, პოზიციას შეიცვლიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები