Aa
Aa
20 ნოემბერი 2019  |  11:19

ბონუჩიმ "იუვესთან" 2024 წლამდე გაახანგრძლივა

ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-კაპიტანმა, ლეონარდო ბონუჩიმ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. ინფორმაცია „ვეკია სინიორას“ ოფიციალურმა საიტმა გუშინ საღამოს დაადასტურა.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ბონუჩის წლიური ანაზღაურება 6 მილიონი ევრო იქნება.

ბონუჩი „იუვეში“ 2010 წელს მივიდა, 2017-2018 წლების სეზონი კი „მილანის“ რიგებში გაატარა. გამოცდილ მცველს „ბიანკონერის“ მაისურით 300-ზე მეტი მატჩი აქვს გამართული.

Sky Sport Italia წერს, რომ ბონუჩის შემდეგ ახალ კონტრაქტებს ხუან მანუელ კუადრადო და ვოიცეხ შესნიც გააფორმებენ, ხოლო Goal.com-ის თქმით, უახლოეს პერიოდში იგივეს ბლაიზ მატუიდიც გააკეთებს.

ტურინელები იტალიის ჩემპიონატს 1-ქულიანი უპირატესობით ლიდერობენ, ისინი მომავალ უქმეებზე მეხუთეადგილოსან „ატალანტასთან“ სტუმრად ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები