Aa
Aa

კარმელო ენტონი დაბრუნდა!

35 წლის მსუბუქი ფორვარდი, კარმელო ენტონი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში დაბრუნდა. რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ „მელომ“ NBA-ში პირველად ითამაშა და „პორტლენდის“ მაისური მოირგო.

კარმელოს დაბრუნება „ტრეილ ბლეიზერსისთვის“ წარუმატებელი გამოდგა. ტერი სტოტსის შეგირდებმა „ნიუ ორლეან პელიკანსის“ ბარიერი ვერ გადალახეს და არც თუ ისე ძლიერ მეტოქესთან 115-104 დამარცხდნენ.

ენტონიმ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 23 წუთი გაატარა. „მელომ“ გუნდს 10 ქულა შესძინა, თუმცა 14 სროლიდან მხოლოდ 4 ჩააგდო, ბურთი 5-ჯერ დაკარგა და ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო.

მატჩის შემდეგ „ტრეილ ბლეიზერსის“ თავკაცმა, ტერი სტოტსმა კარმელოს გამოსვლა შეაფასა და განაცხადა, რომ კალათბურთელისთვის, რომელმაც გუნდთან ერთად მხოლოდ ერთხელ, ისიც სროლაში ივარჯიშა, ენტონი მშვენივრად გამოიყურებოდა.

სტოტსი 35 წლის მსუბუქი ფორვარდის სათადარიგოთა სკამზე გადაყვანას არ აპირებს და მისი ეიმედება. აქვე გეტყვით, რომ „პელიკანსთან“ მატჩი „პორტლენდმა“ თავისი უდავო ლიდერის, დემიენ ლილარდის გარეშე ჩაატარა, რომელმაც შეხვედრა მიკროტრავმის გამო გამოტოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები