Aa
Aa
20 ნოემბერი 2019  |  09:51

The Sun - "ვესტ ჰემთან" მატჩში "ტოტენჰემის" თავკაცი მოურინიო იქნება

გუშინ „ტოტენჰემმა“ საფეხბურთო სამყარო გააოცა და მაურისიო პოჩეტინო გაათავისუფლა. ბრიტანული გამოცემა The Sun-ის ექსკლუზიური ინფორმაციით აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა.

პირველი - „დეზების“ მოთამაშეთა უმრავლესობამ არგენტინელის მიმართ პატივისცემა დაკარგა, რადგან ეს უკანასკნელი ვარჯიშებს იშვიათად ესწრებოდა და ძირითადი შემადგენლობის შერჩევისას თავის შეგირდებთან დისკუსიაზე უარს ამბობდა. მეორე - მმართველ საბჭოს მიაჩნია, რომ მაურისიომ ყველაფერი გააკეთა, რათა გუნდიდან გაეშვათ და მესამე - დანიელ ლევის იმედი აქვს, რომ პოჩეტინოს წასვლის შემდეგ ფეხბურთელები, რომლებიც კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს ამბობდნენ, პოზიციას შეიცვლიან.

The Sun იმასაც იუწყება, რომ 47 წლის სპეციალისტის გათავისუფლების შემდეგ, „ტოტენჰემი“ „მანჩესტერისა“ და „ჩელსის“ ყოფილ თავკაცს, ჟოზე მოურინიოს დაუკავშირდა. ლონდონელებსა და პორტუგალიელს შორის მოლაპარაკებები დღესაც გაგრძელდება და დიდი შანსია „განსაკუთრებულმა“ "დეზები" ჩაიბაროს.

ბრიტანული პრესის მიხედვით ორივე მხარე დარწმუნებულია, რომ შეთანხმებას მიაღწევენ და The Sun ვარაუდობს, რომ შაბათს „ვესტ ჰემთან“ გასამართ შეხვედრაში „ტოტენჰემის“ თავკაცი სწორედ ჟოზე მოურინიო იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები