ჯორჯ ფორმენი:
Aa
Aa

ჯორჯ ფორმენი: "ტაისონს ჩემი ეშინოდა"

1994 წლის 5 ნოემბერს ჯორჯ ფორმენმა მაიკლ მურერი დაამარცხა და მძიმე წონითი დივიზიონის ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონი გახდა. „ბიგ ჯორჯი“ სანუკვარ ქამრებს 45 წლისა და 299 დღის ასაკში დაეუფლა.

ბუნებრივია მურერთან ტრიუმფის შემდეგ მაიკ ტაისონისა და ჯორჯ ფორმენის ორთაბრძოლის შესახებ დაიწყო საუბარი, თუმცა ლეგენდარულ მოკრივეთა ჯახი არ გაიმართა.

ESPN-ის ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას ფორმენმა წარსული გაიხსენა და სწორედ „რკინის მაიკის“ შესახებ ისაუბრა.

მე ტაისონს მეტსახელად მაიკ "კოშმარი" ტაისონს ვეძახდი. ეს ბიჭი რინგზე ნამდვილი კოშმარი იყო. თუ მარცხენა ხელს ვერ მოგარტყამდა და შემდეგ მარჯვენა ხელით განხორციელებულ დარტყმასაც გააცუდებდა, გიკბენდა. ტაისონი ნამდვილი მონსტრი იყო. ასეთი ბიჭების წინააღმდეგ რინგზე გასვლა კოშმარს ჰგავს. გინდა რომ გაიღვიძო და თქვა: „რა კარგია ყველაფერი სიზმარი რომ იყო“.

მაიკთან დაპირისპირება არ მსურდა. მას ჩემი ეშინოდა და მე მოხარული ვიყავი მასთან ჩხუბი რომ არ მომიწია. რატომ ეშინოდა მას ჩემი? ტაისონი ტანდაბალი მოკრივეა და მე დაბალი წერტილებიდან განხორციელებული დარტყმების ექსპერტი ვარ. ტაისონს ამის შესახებ მშვენივრად მოეხსენებოდა. ჩემი მენეჯერი დაბალი იყო და ვარჯიშებისას კრივის ტომარა ისე ეჭირა, რომ დაბალი წერტილებიდან განხორციელებულ დარტყმებში დავოსტატდი".

ცხელი ამბები