საქართველოს ნაკრების გზა 2021 წლის ევრობასკეტამდე – ნაწილი III
Aa
Aa

საქართველოს ნაკრების გზა 2021 წლის ევრობასკეტამდე – ნაწილი III

კალათბურთის ფედერაციის პროექტი, “ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტ2021-მდე” გრძელდება. განვლილ კვირას შეგახვედრეთ ვახტანგ ნაცვლიშვილი, დავით ბერძენიშვილი და ირაკლი ბაქრაძე. ვატომ მოგვითხრო, როგორ შეიკრიბა საკალათბურთო სამყარო 1994 წლის 20 მარტს ვერის ბაღში და გადაწყდა საქართველოს ნაკრების ჩამოყალიბება.

გუნდის უფროსად ჯამლეტ ხუხაშვილი დაინიშნა, ხოლო მთავარ მწვრთნელად

ნაკრებს ის გაწვრთნიდავინც ჩემპიონატს მოიგებდაასისტენტად ფინალში დამარცხებული კლუბის თავკაცი იმუშავებდაასე გადაწყვიტეს სპორტის დეპარტამენტის მაშინდელმა ხელმძღვანელმა კახი ასათიანმა და ფედერაციის პრეზიდენტმა ალეკო ჩხეიძემ“, – ამბობს ჯამლეტ ხუხაშვილი.

საქართველოს III ჩემპიონატის ფინალი ორ მოგებამდე იყო. სერიის პირველი მატჩივითამ” “თბილისთან” 77:74 მოიგო. განმეორებითში 76:80 დათმო, თუმცა მესამეში ასევე ოთხი ქულით იმარჯვა (78:74) და ქვეყნის ჩემპიონი მეორედ გახდა. “ვითას” ბესიკ ლიპარტელიანი წვრთნიდა, ხოლოთბილისს” ნოდარ ქორქია.

მე და ბესო ერთად ჩავუდექით ნაკრებსმიუხედავად იმისარომ მუშაობა რთულ პირობებში გვიხდებოდადიდი მოცულობის სამუშაო გავწიეთ და ჩვენი მწვრთნელობის ბოლომდე არ ყოფილა საუბარი ერთის წასვლასა და მეორის დარჩენაზეერთად დავიწყეთ და 1997 წელს ნაკრებიც ერთად დავტოვეთ“, – იხსენებს ნოდარ ქორქია.

მწვრთნელები სანაკრებო საქმიანობას ჩემპიონატის დასრულებისთანავე შეუდგნენმაისის ბოლოს პირველობის საუკეთესო კალათბურთელები შეკრიბეს, ორად გაყვეს დაშესარჩევიმატჩი ითამაშესსაქართველოს ნაკრების კანდიდატთა შესარჩევი მატჩი. ერთ გუნდს წითელი ფორმა ეცვა, მეორესლურჯი.

წითელ-ლურჯთა შეხვედრიდან მწვრთნელებმა ოპტიმალური შემადგენლობა შეარჩიეს და ერთ თვეში მოსკოვში პირველ შეკრებაზე გაემგზავრნენ.

ქართველებმა საწყისი მატჩისპარტაკთანჩაატარეს, რომელიც რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ოთხეულში შედიოდანოდარ ქორქია იხსენებს:

მოსკოვისსპარტაკს” 18 ქულის სხვაობით მოვუგეთშეუჩერებელი იყო კახა შენგელიახოლო ვახტანგ ნაცვლიშვილის ეფექტური ჩატენვის შემდეგ (“ალეი უპი” ნიკო ჩერქეზიშვილმა აუგდოევგენი გომელსკი ხელაწეული წამოხტა და ტაშს დიდხანს უკრავდა.

 

მეორე მატჩისთვისსპარტაკმაახალგაზრდული ნაკრებიდან 8 კალათბურთელი დაიმატა, თუმცა ქართველებთან მაინც ვერაფერი გააწყო – 8 ქულის სხვაობით დამარცხდა. შემდეგ იყო გამარჯვება ცსკა-ს დუბლებთან. ბოლო, მეოთხერუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან, რომელიც ყველაზე დასამახსოვრებელი გამოდგა. მოვუსმინოთ ჯამლეტ ხუხაშვილს:

რუსი ახალგაზრდები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებოდნენჩემპიონობის მოგების ამბიციაც გააჩნდათშესაბამისადეგონათქართველებსაც იოლად დაამარცხებდნენმატჩმა სხვა სურათი დახატარუსებს თავიდანვე კარგად შევუტიეთ დაქულის სხვაობით მოვუგეთმატჩის შემდეგ მასპინძელთა მთავარი მწვრთნელი სტანისლავ ერიომინი მოვიდა და მითხრაეს რა მიქენითო… იმ მატჩის წაგებას რუსების გუნდში არეულობაცვლილებები მოჰყვა და ვერც ევროპის ჩემპიონატზე მიაღწია სასურველ შედეგს.”

1995-დან 1997 წლამდე ბესიკ ლიპარტელიანის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა 21 მატჩი ითამაშა, 8 მოიგო, 13 წააგო, ორჯერ გადალახა საკვალიფიკაციო ეტაპი და ორჯერ ითამაშა შესარჩევი, თუმცა, ბესიკ ლიპარტელიანისა და ნოდარ ქორქიას დუეტმა მეორე შესარჩევში მხოლოდ სამ მატჩში უხელმძღვანელა გუნდს

 უხერხულ სიტუაციაში ვიყავით, საწყისი სამი თამაში წავაგეთ. თუმცა, ვინც სანაკრებო სამზარეულოში კარგად იყო ჩახედული, იცოდა, რომ ისეთ პირობებში, როგორშიც მუშაობა გვიწევდა, მეტის გაკეთება შეუძლებელი იყო. არც პერსპექტივა ჩანდა ნათელ ფერებში. ისეთი ფონი შეიქმნა, თითქოს ჩემზე უკეთესად საქმეს სხვა შეასრულებდა, ამიტომ თურქეთთან წაგების შემდეგ ნაკრების თავკაცის პოსტი დავტოვე,” – ამბობს ბესიკ ლიპარტელიანი.

რა პირობებში უხდებოდათ ნაკრების ხელმძღვანელებს მუშაობა, ჯამლეტ ხუხაშვილის სიტყვებიდანაც ნათლად ჩანს:

სპორტკომიტეტიდან მცირე დაფინანსება გვქონდა. ამიტომ, ვაწუხებდით ბიზნესმენებს, ჩვენს უცხოელ მეგობრებს, რათა ეკიპირება შეგვეძინა და გუნდის უცხოეთში გამგზავრება უზრუნველგვეყო. საკუთარ თავსუთოფო ყაჩაღებსაცვუწოდებდით.”

 

თემას მაშინდელი ნაკრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა რევაზ ჩხეიძე განაგრძობს:

კარგად მახსოვს, მოგების შემდეგ, გასახდელში თურქ კალათბურთელებს პრემიები რომ დაურიგეს. ჩვენ, ასეთფუფუნებასარ ვითხოვდით, მხოლოდ ელემენტარული პირობები გვჭირდებოდა, მაგრამ არც ის გვქონდა.”

ამის მიუხედავად, ვიდეოებიდანაც ჩანს, როგორი მონდომებით თამაშობდა საქართველოს ნაკრები და როგორ იბრძოდა ბოლომდე. ამ კომპონენტში კი გამორჩეული იყო რევაზ ჩხეიძე, რომელმაც ნაკრებში 33 მატჩი ითამაშა.

ყველაზე  მეტად მახსენდება 1997 წელი, როდესაც, თბილისში ერთ დღესსამი საათის ინტერვალით, საქართველოს კალათბურთელთა და ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებებმა ევროპირველობის შესარჩევი ეტაპის შეხვედრები მოიგეს. ფეხბურთში სტოიჩკოვის ბულგარეთს 2:1 ვძლიეთ, მანამდე  კი  სპორტის სასახლეში ბოსნიის ძლიერ ნაკრებს კალათბურთში მოვუგეთმატჩის დებიუტში 4:22  ვაგებდით, თუმცა თამაში შემოვატრიალეთ და 77:66 ვიმარჯვეთ. ეს  ქართული სპორტის ნამდვილი ზეიმი  და დამოუკიდებლობის პერიოდიდან ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეული სპორტული დღე გახლდათ.”

ბოსნიასთან შეხვედრაშიჩხიროს” 15 ქულა მოუგროვდა.

 

სწორედ იმ შესარჩევში, რომელშიც ბოსნიას ვეთამაშეთ (ევრობასკეტი 1997), საქართველოს ნაკრებმა მეორე დასამახსოვრებელი გამარჯვება ბელარუსთან მოიგო, რომელსაც ჯგუფიდან გასვლის შანსი ჰქონდა და საქართველოსთან მოგებისთვის ემზადებოდა.

ამ შეხვედრას დავით თორთლაძე იხსენებს:

ანგარიშზე 78:78 ბოლო იერიშის უფლება ჩვენ დაგვრჩა. ბურთი უნდა გაგვეთამაშებინა და უკანასკნელ წამზე გვესროლა, რათა მეტოქისთვის საპასუხო იერიშის განხორციელების შანსი არ მიგვეცა. სირენა ისე მოახლოვდა, რომ თავისუფალი პარტნიორი არ გამოჩნდა. ფარქვეშ შევედი და ბურთი კალათისკენ გავუშვი, თუმცა იგი რგოლზე დატრიალდა და იქვე მყოფმა ვაკო ბეჟანიშვილმა კალათში ჩააბრუნა – 80:78. დაძაბული შეხვედრა ასეთმა საინტერესო ფინალმა ნამდვილად დაამშვენა.”

საქართველოს ნაკრებში „თორთლასსაუკეთესო თამაში საბერძნეთთან იყო, რომელიც ელინებმა 65:61 მოიგეს. დათომ 38 წუთი ითამაშა, ორი სამქულიანი ჩააგდომას დღესაც არ დავიწყებია იმ შეხვედრაში მსაჯების მიკერძოებულობის ამბავი:

“2004 წლის შემდეგ საქართველოს ნაკრებში NBA-სა და ევროლიგაში გამოცდილი კალათბურთელები თამაშობენ, ამიტომ საშინაო მატჩებში მსაჯები მეტოქისკენ გადახრას ვერ ბედავენ. ნაკრების არსებობის საწყის წლებში არავინ გვიცნობდა და არ მახსოვს, არბიტრებს ჩვენდამი თუნდაც მცირე სიმპათია ჰქონოდათ. არადა, ბოლო წამებზე მსაჯის გადაწყვეტილებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მათ მიერ მასპინძლის დაჩაგვრის ნათელი მაგალითი საქართველო-საბერძნეთის დაპირისპირება იყო. მატჩი ბოლო წუთებზე სწორედ არბიტრებმა მოგვიგეს.

 

  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები