ბეილი:
Aa
Aa

ბეილი: "ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ"!

უელსის ნაკრების ლიდერმა ინგლისთან (1:2) მატჩის შემდეგ BBC-სთან ისაუბრა:

"ყველა იმედგაცრუებულია, თუმცა ჩემი გუნდით ამაყი ვარ! ბიჭებმა ყველაფერი გავიღეთ, მეტის თქმა უბრალოდ არ შემიძლია. ჯგუფიდან რომც ვერ გავიდეთ, აუგს ვერავინ იტყვის, რადგან დარწმუნებული ვარ, ყველა ხედავს როგორი მონდომებულია თითოეული მოთამაშე".

"ახლა რთული სიტუაციაა, მაგრამ ჩვენ ძლიერები ვართ და ამის დამტკიცებას ბოლო ტურში ვეცდებით. იმედი არ დაგვიკარგავს და თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებთ, დიდი ალბათობით, ფლეი-ოფშიც გავალთ". - განუცხადა ბეილმა BBC-ს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები