Aa
Aa

გრიზმანი: "ჩემი მიზანია კლუბისთვის უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გავხდე"

კატალონიის „ბარსელონას“ ფეხბურთელმა, ანტუან გრიზმანმა ფრანგულ გამოცემა Telefoot-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც „კამპ ნოუზე“ გატარებული რამდენიმე თვე შეაფასა. ფრანგი ფორვარდი „ბლაუგრანას“ რიგებში გადასვლას არ ნანობს და გულშემატკივრებისგან მოთმინებას ითხოვს.

„ჩემი მიზანია კლუბისთვის უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გავხდე, მოედანზე უფრო დიდი დრო გავატარო, უფრო მეტი გოლი შევაგდო, გადამწყვეტი პასები გავაკეთო და გუნდს ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპის საგზურის დასაკუთრებასა და ლა ლიგის პირველი ადგილის შენარჩუნებაში დავეხმარო. საფრანგეთის ნაკრებზე და ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ ამის შემდეგ ვკონცენტრირდები“.

აქვე გეტყვით, რომ გუშინ გრიზმანის კატალონიური კარიერის შესახებ კომენტარი „ბარსელონას“ სპორტულმა დირექტორმა, ერიკ აბიდალმაც გააკეთა. მისი თქმით ფრანგი ფეხბურთელი ფორმის პიკისგან შორსაა და ეს თავადაც მშვენივრად მოეხსენება.

აბიდალის მიხედვით „ბარსელონას“ საფეხბურთო ფილოსოფიასთან შეგუება ადვილი არაა და გამოსავალი თავდაუზოგავი შრომა გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები