Aa
Aa

მიკელი: "აზარს ვარჯიში არ უყვარს"

ლონდონის „ჩელსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯონ ობი მიკელმა ედენ აზარი შეაქო, თუმცა დასძინა, რომ ბელგიელი სუპერვარსკვლავი სამუშაო ეთიკით არასდროს გამოირჩეოდა.

ნიგერიელმა ნახევარმცველმა „რეალის“ შემტევის შესახებ BeIN Sports-თან ისაუბრა.

„აზარი დაუჯერებელი ტალანტის პატრონია. შესაძლოა ედენი ლიონელ მესის დონეზე არ იყოს, მაგრამ მას ბურთით ყველაფრის გაკეთება შეუძლია, რაც მოესურვება.

აზარს ერთი ნაკლი აქვს. მას თავდაუზოგავად ვარჯიში არ უყვარს. ჩელსიში ყოფნისას როცა გუნდი ვარჯიშობდა, ედენი იდგა და გველოდებოდა ვარჯიშს როდის დავასრულებდით. მიუხედავად ამისა, იგი უიქენდებზე გამართულ შეხვედრებში ყოველთვის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ხდებოდა“.

შეგახსენებთ, რომ ჯონ ობი მიკელმა „სტემფორდ ბრიჯზე“ 11 სეზონი გაატარა და აზარის მხარდამხარ 5 წლის განმავლობაში ასპარეზობდა. რაც შეეხება ბელგიელ სუპერვარსკვლავს, „რეალის“ 28 წლის მოთამაშეს ბოლო პერიოდში ხშირად აკრიტიკებენ. ესპანელი და ბრიტანელი საფეხბურთო ექსპერტები აზარის წარუმატებლობას ზედმეტ კილოგრამებს აბრალებენ. ამ პოზიციას „არსენალის“ ექს-თავკაცი, არსენ ვენგერიც იზიარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები