შემაჯამებელი ტურნირი - ფინალი: თანაბარი ბრძოლა და 21 წლის ციციპასის გამარჯვება!
Aa
Aa

შემაჯამებელი ტურნირი - ფინალი: თანაბარი ბრძოლა და 21 წლის ციციპასის გამარჯვება!

ლონდონში გამართული წლის შემაჯამებელი ტურნირის გამარჯვებული 21 წლის ბერძენი სტეფანოს ციციპასი გახდა!

ახალგაზრდა ბერძენმა თავის ახლადდაწყებულ კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტული მოიგო.

ციციპასი მთელი ტურნირი ძალიან ეფექტურად მოქმედებდა

ფინალში ციციპასი დომინიკ ტიმს შეხვდა, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე ჯოკოვიჩისა და ფედერერის დამარცხება შეძლო.

ტიმის საუკეთესო მომენტი ფინალურ  შეხვედრაში

ფინალი სრულიად თანაბარი გამოდგა, რაც მოსალოდნელიც იყო. პირველი სეტი ტიმმა ტაი ბრეიკზე 8:6 მოიგო და უდიდესი ენერგია დახარჯა, რაც მეორე სეტში აისახა და ციციპასმა მარტივად 6:2 გაიმარჯვა.

1:1 და გადამწყვეტი მესამე სეტი 6:6. ყველაფერი ტაი ბრეიკმა გადაწყვიტა, სადაც უკეთესი ბერძენი გამოდგა და 7:4 მოიგო.

ამრიგად, 2019 წელი დასრულდა. 2020-დან კი ახალგაზრდებისგან მეტს ველით. ციციპასი, ტიმი, ზვერევი, მედვედევი - დროა დიდ სამეულს ვინმემ წინააღმდეგობა გაუწიოს. ვნახოთ რას ვიხილავთ ახალი წლიდან...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები