რუსული გამოცემა: კვერკველია
Aa
Aa

რუსული გამოცემა: კვერკველია "ლოკომოტივს" დატოვებს

რუსული გამოცემა gazeta.ru-ს ინფორმაციით, საბა კვერკველიას მოსკოვის „ლოკომოტივის“ დატოვება სურს.

წყაროს ცნობით, 27 წლის ქართველი მცველი მისი ამჟამინდელი ყოფით უკმაყოფილოა. კვერკველიას მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერლიგაში არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია. რა თქმა უნდა, არც ჩემპიონთა ლიგაზე.

ფეხბურთელის წარმომადგენლები „ლოკომოტივის“ ხელმძრვანელებს უკვე შეხვდნენ და მათი გადაწყვეტილების შესახებ აცნობეს.

საუბარია იჯარის წესით გაშვებაზე, თუმცა რუსული გამოცემა არც ტრანსფერს გამორიცხავს.

როგორც ცნობილია, მოსკოვურმა კლუბმა 10 მილიონის სანაცვლოდ „ლესტერს“ უარი უთხრა და ქართველ ფეხბურთელს არ შეელია.

მიმდინარე სეზონში „ლოკომოტივის“ დაცვის ცენტრში 31 წლის გერმანელი ბენედიქტ ჰიოვედესი და 33 წლის ვედრან ჩორლუკა თამაშობენ.

შეგახსენებთ, რომ კვერკველიამ გასულ სეზონში „ლოკომოტივის“ მაისურით 30 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები