Aa
Aa

შერმადინის 20 ქულა და MVP! "ტენერიფე" დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა

გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონატში „ხუვენტუტთან“ სტუმრად 73:77 დამარცხდა.

მიუხედავად მარცხისა შერმადინი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო და შეხვედრის MVP გახდა.

ქართველი ცენტრი პარკეტზე 26:08 წამი იმყოფებოდა. მისი მონაგარი 20 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა იყო.

შერმადინმა 9 ორქულიანი ესროლა და 6 ფარში მოათავსა, 8 საჯარიმოდან ყველა ზუსტი ჰქონდა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მეტოქეც მის წინააღმდეგ ასევე 4-ჯერ დაჯარიმდა.

ამ მარცხის შემდეგ „ტენერიფეს“ 5 მოგება და 4 წაგება დაუგროვდა. სატურნირო ცხრილში შერმადინის გუნდი მე-4 პოზიციას იკავებს. მომდევნო ტურში ისინი საკუთარ კედლებში „ბეტისს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები