რივალდო აღშფოთებულია:
Aa
Aa

რივალდო აღშფოთებულია: "ვის ჩააცვეს 10 ნომერი არგენტინელთა წინააღმდეგ"!

ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებთა ამხანაგურ მატჩს იმაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ვიდრე ამას წარმოვიდგენდით და რაც არ უნდა უცნაური იყოს, ეს ხმაური თამაშის სცენარს არ უკავშირდება. შეხვედრა საკმაოდ უღიმღამო გამოდგა.

ჯერ მესისა და ტიტეს ეპიზოდი იყო, რომელსაც ტიაგო სილვაც გამოეხმაურა და მესი გააკრიტიკა. ახლა კი რივალდო აღშფოთდა.

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა უკმაყოფილება საჯაროდ დააფიქსირა და ამის მიზეზი ტიტეს გადაწყვეტილება იყო, რომელმაც არგენტინის წინააღმდეგ 10 ნომრიანი მაისური „მილანის“ ლეგიონერს პაკეტას ჩააცვა.

ბრაზილიისა და არგენტინის შეხვედრას ვუყურე და ძალიან ნაწყენი დავრჩი, თუ ვის ჩააცვეს 10 ნომერი არგენტინელთა წინააღმდეგ.

ამ მაისურს მთელს მსოფლიოში დიდ პატივს სცემენ. ამ მაისურს არ შეუძლია დარჩეს თადარიგში, ან შესვენებაზე შეცვალონ, რადგან მას მთელი მსოფლიო იცნობს და პატივს სცემს იმიტომ, რომ მას პელე, რიველინო, ზიკო, რივალდო, რონალდინიო, კაკა და ნეიმარი ატარებდნენ.

ფეხბურთელის ბრალი აქ არაფერია, მთავარი დამნაშავე სამწვრთნელო შტაბია, რომელმაც ამ მაისურის მნიშვნელობა იცის და ისიც უნდა იცოდეს, რომ ამ ფაქტმა შესაძლოა 22 წლის ბიჭი დაწვას (მენტალურად, ფსიქოლოგიურად), რომელსაც შესაძლოა სამომავლოდ ჩინებული კარიერა ჰქონდეს.

მწვრთნელს ისევე უნდა დაეცვა პაკეტა, როგორც ეს როდრიგოს შემთხვევაში გააკეთა (როდრიგოს ძირითადში ელოდნენ, მაგრამ ტიტემ მხოლოდ მეორე ტაიმში შეუშვა).

ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რომ ბრაზილია და არგენტინა ამხანაგურად არასდროს ითამაშებენ“.

რივალდომ ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და აღსანიშნავია, რომ ბორბას პოსტი ნეიმარმაც მოიწონა, რომელიც ამ მოსაზრებას როგორც ჩანს იზიარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები