წლის შემაჯამებელი ტურნირი: ტიმმა ზვერევი გამოაგდო და ფინალში ციციპასს შეხვდება
Aa
Aa

წლის შემაჯამებელი ტურნირი: ტიმმა ზვერევი გამოაგდო და ფინალში ციციპასს შეხვდება

ლონდონში მიმდინარე წლის შემაჯამებელ ტურნირზე ბევრისთვის მოულოდნელი ფინალი მივიღეთ - სტეფანოს ციციპასი დომინიკ ტიმის წინააღმდეგ.

21 წლის ბერძენმა როჯერ ფედერერი, ხოლო ავსტრიელმა ალექსანდრ ზვერევი გამოთიშა.

7:5, 6:3 – 2 ტიმმა სეტში დამაჯერებლად იმარჯვა და ფინალში სრულიად დამსახურებულად გავიდა.

დომინიკ ტიმი გახდა პირველი ავსტრიელი, რომელიც წლის შემაჯამებელ ტურნირზე ფინალში ითამაშებს. 26 წლის ჩოგუბრთელმა ჯგუფურ ეტაპზე ჯერ ფედერერს, შემდეგ კი ჯოკოვიჩს მოუგო, აქედან გამომდინარე ფინალში მცირე უპირატესობით ფავორიტად სწორედ ის მიიჩნევა.

ფინალური დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები