150 ქულა! პოლ ჯორჯმა და
Aa
Aa

150 ქულა! პოლ ჯორჯმა და "კლიპერსმა" ისტორია დაწერეს!

გამთენიისას NBA-ში მორიგი შეხვედრები გაიმართა. ყველასგან გამორჩეული მატჩი შედგა ლოს ანჯელესში, სადაც „კლიპერსმა“ „ატლანტა“ მიწასთან გაასწორა და 150:101 მოუგო.

პირველ მეოთხედში ჯამში 73 ქულა ჩავარდა! მასპინძლებმა 43:30 მოიგეს და თავიდანვე გახდა ცნობილი, თუ ვინ მოიგებდა ამ შეხვედრას.

შეხვედრის საუკეთესო მომენტები

პარკეტზე ბრწყინავდა პოლ ჯორჯი, რომელმაც ჯამში 20:10 წუთი ითამაშა, 37 ქულა, 4 მოხსნა, 3 გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა.

150 ქულით მოგებული შეხვედრა - ეს „კლიპერსის“ ისტორიაში მეორე საუკეთესო შედეგია.

პოლ ჯორჯის პერფორმანსი

უშუალოდ 49 ქულიანი სხვაობით მოგება კი ლოს ანჯელესელთათვის ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელი გახლავთ. „ატლანტამ“ კი ანტირეკორდი დაამყარა და ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით წააგო.

პოლ ჯორჯი „კლიპერსის“ ისტორიაში შევიდა და გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც თავის სადებიუტო საწყის 2 შეხვედრაში მინიმუმ 30-30 ქულის ჩაგდება მოახერხა.

ამ ყველაფერს მალე კავაი ლეონარდიც დაემატება და დოკ რივერსის ბიჭები NBA-ს მოგების უმთავრეს ფავორიტად იქცევიან. ამაზე საუბარი ჯერ ადრეა, თუმცა ყველა ხვდება, თუ რა შესაძლებლობების მქონე გუნდთანაც გვექნება საქმე...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები