ბითაძის 7 ქულა -
Aa
Aa

ბითაძის 7 ქულა - "ინდიანა" შინ "მილუოკისთან" დამარცხდა

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ შინაურ კედლებში აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს „მილუოკი ბაქსს“ დაუპირისპირდა და 83:102 განადგურდა.

„ინდიანას“ ძირითადი ცენტრი მაილს ტერნერი დაუბრუნდა, თუმცა ამან გუნდს ვერ უშველა. რაც შეეხება გოგას, მან პარკეტზე 11:58 წუთი გაატარა, მისი მონაგარი 7 ქულა და 1 მოხსნა იყო.

ბითაძის საუკეთესო მომენტები

მაილს ტერნერმა ორმაგი დუბლი მიითვალა - 16 ქულა, 11 მოხსნა. ასევე ორმაგი ჰქონდა დომანტას საბონისსაც - 11 ქულა, 14 მოხსნა.

შეხვედრაში საუკეთესო იყო იანის ანტეტოკუნმპო. ბერძენმა 26 ქულა, 13 მოხსნა და 6 გადაცემა შეასრულა.

ამ მარცხის შემდეგ, „ინდიანა პეისერსი“ 7-6-ზე ბალანსიც აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 პოზიციას იკავებს. გუნდი 19ნოემბერს „ბრუკლინ ნეტსს“ ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები