''მისი წვლილი უდიდესია'' - ფედერაცია გატაცებულ ექიმს სოლიდარობას უცხადებს
Aa
Aa

''მისი წვლილი უდიდესია'' - ფედერაცია გატაცებულ ექიმს სოლიდარობას უცხადებს

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს გატაცებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებულ ექიმთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება:საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მხარდაჭერას უცხადებს ტრავმატოლოგ-ორთოპედთა საზოგადოების პრეზიდენტს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც რამდენიმე დღეა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტყვეობაში იმყოფება. მას უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი სპორტული ტრავმატოლოგიის განვითარებაში ჩვენს ქვეყანაში.

ბატონი ვაჟა ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური პროფესიის წარმომადგენელია და თავისი მრავალწლიანი მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს უამრავ მოქალაქეს, მათ შორის, ძალიან ბევრ ფეხბურთელს დახმარებია გამოჯანმრთელებაში და პროფესიული საქმიანობის გაგრძელებაში.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ბატონი ვაჟა უმოკლეს დროში დაუბრუნდება ოჯახს და გააგრძელებს თავის პროფესიულ საქმიანობას.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები