25 წელი უელსთან ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ
Aa
Aa

25 წელი უელსთან ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ

ევრო 1996-ის შესარჩევ ციკლის მე-7 ჯგუფში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე 5:0 გაანადგურა უელსი. ეს შეხვედრა 1994 წლის 16 ნოემბერს გაიმართა და მას შემდეგ ზუსტად 25 წელი გავიდა.

უელსს მეკარე ნევილ საუთჰოლი კაპიტნობა, მას პირველი გოლი 29-ე წუთზე თემურ ქეცბაიამ გაუტანა, 39-ე წუთზე გიორგი ქინქლაძემ სხვაობა გაზარდა, 48-ე წუთზე თემურ ქეცბაიამ დუბლი შეასრულა და სტუმართა მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა. 58-ე წუთზე გოჩა გოგრიჭიანმა გაუტანა საუთჰოლს, რასაც შოთა არველაძის გოლი მოჰყვა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა 65-ე წუთზე შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 5:0.

საქართველო: აკაკი დევაძე, ზაზა რევიშვილი, კახი ცხადაძე (კაპ), მურთაზ შელია, გიორგი ჩიხრაძე, კახი გოგიჩაიშვილი, გიორგი ნემსაძე (გელა ინალიშვილი 42), გოჩა გოგრიჭიანი, თემურ ქეცბაია (მიხეილ ყაველაშვილი 75), გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე

მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე

უელსი: ნევილ საუთჰოლი, ალან ნილსონი (კიტ საიმონსი 46), მარკ როსლინ ბოუენი, ენდი როჯერ მელვილი, კრის კოულმენი, ბარი ჰორნი (კაპ), დევიდ ოუენ ფილიპსი, დინ სონდერსი, იან რაში, მარკ ჰიუზი, გარი სპიდი

მთავარი მწვრთნელი: მაიკ სმიტი 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები