მესი ტიტეს:
Aa
Aa

მესი ტიტეს: "მოკეტე"

საუდის არაბეთში არგენტინისა და ბრაზილიის ამხანაგურმა შეხვედრამ დიდი ყურადღება მიიპყრო, თუმცა მატჩი არც ისე თვალსასეირო გამოდგა და არგენტინელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

შეხვედრაში 2 პენალტი დაინიშნა და ორივე მათგანი გაცუდდა, თუმცა გაბრიელ ჟესუსისგან განსხვავებით ლეო მესიმ ბურთი კარის ჩარჩოში მოარტყა და დამატებაზე გატანა შეძლო.

შეხვედრაში ერთი საინტერესო მომენტი დაფიქსირდა. მესიმ უხეშად ითამაშა და თითქოს ყვითელ ბარათსაც იმსახურებდა, თუმცა არბიტრმა მას მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, ამ დროს „სელესაოს“ თავკაცი ტიტე განრისხდა და მსაჯის გადაწყვეტილება დაიწუნა, რა დროსაც მესიმ მას გაჩუმებისკენ მოუწოდა. უხეშად, რომ ვთქვათ ლეომ მას ურჩია „მოეკეტა“.


 

“იმ ეპიზოდში ვთვლიდი, რომ მესის უხეშობისთვის ყვითელი ბარათი უნდა მიეღო, ამ დროს მან მე გაჩუმებისკენ მომიწოდა. სულ ეს იყო. ამ თემაზე მეტად საუბარი არ მსურს.

ჩემი აზრით ალექს სანდროსა და მესის მომენტში პენალტი არ იყო, მსაჯს ასეთი გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო. მსგავს შეხვედრებს, როგორიც სუპერკლასიკოა გაცილებით გამოცდილი არბიტრები უნდა სჯიდნენ. მაგალითად, ინგლისელი მსაჯი ამ მომენტში პენალტს არ დანიშნავდა“. - განაცხადა ტიტემ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ არგენტინის ნაკრებმა ბოლო წლებში ყველაზე გამართული ფეხბურთი ითამაშა და გუნდის შთაბეჭდილება დატოვა. „ალბისელესტემ“ ბრაზილია აშკარად დაჯაბნა და დამსახურებულადაც მოიგო.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები