''მას დახმარება სჭირდება'' - მერებაშვილის პატრიოტული სულისკვეთება
Aa
Aa

''მას დახმარება სჭირდება'' - მერებაშვილის პატრიოტული სულისკვეთება

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს გატაცებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებულ ექიმთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პოლონური პლოცკის ''ვისლას'' შემტევი გიორგი მერებაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

გიორგი მერებაშვილი: ''კოლეგებო, სტუდენტებო, მეგობრებო! როგორც იცით, უკანონოდ დაპატიმრებულ ცნობილ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს უკვე მისჯილი აქვს 2-თვიანი პატიმრობა. საჭიროა, რომ მისი გათავისუფლების პერმანენტული მოთხოვნების პარალელურად ვაჟა ღირსეულ პირობებში იყოს. როგორც ვიცით, მას არ აქვს გამოსაცვლელი სუფთა ტანსაცმელი, საჭმელი...

საჭიროა წესიერი ადამიანის პოვნა ცხინვალში, რომელსაც ოჯახი მიაწოდებს საჭირო ნივთებს ან ფულს. ცოტა სახიფათოა, რომ არაკეთილსინდისიერ ადამიანებს ჩაუვარდეთ თანხა ხელში. ხომ არ იცნობთ მოჭიდავეებს, ექიმებს, პაციენტებს ან ღირსეულ მოქალაქეს, რომელსაც თქვენ ენდობით და შეეძლება ვაჟასთვის ციხეში ლეგალურად ამანათის გადაცემა?''

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები