Aa
Aa

55-ე ჰეთ-თრიქი და 98 გოლი ნაკრებში - ალი დაეის რეკორდამდე ბევრი არ დარჩა

კრიშტიანუ რონალდუმ ლიეტუვის ნაკრებთან 6:0 მოგებულ მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა და ირანელ ალი დაეის სანაკრებო გოლების რეკორდს კიდევ უფრო მიუახლოვდა.

პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ორი ბურთი თამაშიდან შეაგდო, ერთხელ კი თავი პენალტიდან გამოიჩინა, რითაც ნაკრებში 98 შედეგიანი დარტყმა მოაგროვა და ნახსენებ ალი დაეის რეკორდს 11 გოლით ჩამორჩება.

რონალდუმ კარიერაში 55-ე, უშუალოდ ნაკრებში კი მე-9 ჰეთ-თრიქი მიითვალა. მან ერთ მატჩში 3 გოლი ბოლოს სექტემბერში, ასევე ლიეტუვის ნაკრების წინააღმდეგ შეაგდო.

გუშინდელი გოლებით, კრიშტიანუმ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტატისტიკური შედეგი დააფიქსირა. მან ერთ კალენდარულ წელიწადში მინიმუმ 30 გოლის გატანა ზედიზედ მე-13-ედ შეძლო.

34 წლის სუპერვარსკვლავი გუშინდელი შეხვედრის 83-ე წუთზე, ნაკრების დებიუტანტმა, დიოგო ჟოტამ შეცვალა. რონალდუ და მისი გუნდი „ევრო 2020“-ზე ჯერ არ გასულან, საამისოდ, ბოლო ტურში, ლუქსემბურგის ნაკრების სტუმრად დამარცხება ან სერბეთის ნაკრების უკრაინასთან ვერმოგებაა საჭირო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები