Aa
Aa

ისტორიული ფაქტი - ინგლისი 1000-იანთა კლუბის პირველი წევრია!

ინგლისი ფეხბურთის ისტორიაში პირველი ნაკრებია, რომელმაც 1000 შეხვედრა გამართა. საიუბილეო წრე უკვე ნახსენებ მონტენეგროსთან გამართული გუშინდელი მატჩით შეიკრა.

 „სამმა ლომმა“ პირველი თამაში 1872 წლის 30 ნოემბერს, შოტლანდიის ნაკრებთან ჩაატარა და ის ნულოვანი ფრით დაასრულა.

ინგლისელებმა 147-წლიან ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატი ერთხელ 1966 წელს მოიგეს, როცა მუნდიალი მათსავე ქვეყანაში გაიმართა და ფინალში დასავლეთ გერმანიის ნაკრები დაამარცხეს.

„სამ ლომს“ - ევროპის ჩემპიონატი, ხოლო ინგლისელ ფეხბურთელს ფიფა-ს წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო არასდროს მოუგია. „ოქროს ბურთი“ კი ამ ქვეყნის ოთხ წარმომადგენელს აქვს მოგებული - სტენლი მეთიუზს, ბობი ჩარლტონს, კევინ კიგანსა და მაიკლ ოუენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები