ბითაძე შესაძლოა
Aa
Aa

ბითაძე შესაძლოა "ჰიუსტონთან" დაბრუნდეს

"ინდიანა პეისერსის" ქართველმა ცენტრმა, გოგა ბითაძემ შესაძლოა "ჰიუსტონ როქეთსის" წინააღმდეგ ითამაშოს. რამდენიმე წუთის წინ "ინდიანას" ვარჯიში დასრულდა, რომლის შემდეგაც ნეით მაკმილანმა განაცხადა, რომ გოგას დაბრუნება საეჭვოა.

როგორც ხედავთ ქართველი კალათბურთელის თამაში გამორიცხული არ გახლავთ, რაც კარგის ნიშანია. თანაც ამერიკული გამოცემა, IndyStar გვაუწყებს, რომ ზემოთ ხსენებულ ვარჯიშში, გუნდთან ერთად გოგასაც უვარჯიშია (ტრავმის შემდეგ პირველად). ასე რომ იმედი ვიქონიოთ, რომ ბითაძეს "ჰიუსტონთან" შეხვედრაში პარკეტზე ვიხილავთ.

შეგახენებთ, რომ გოგამ დაზიანება "ვაშინგტონ უიზარდსთან" მიიღო. ერთ-ერთ ეპიზოდში ქართველს დავის ბერტანსის იდაყვი მოხვდა. აქვე გეტყვით, რომ ტრავმის მიღებამდე გამართულ ბოლო 4 შეხვედრაში გოგა საშუალოდ 23.9 წუთს თამაშობდა და 9.5 ქულას, 7 მოხსნას და 3 დაფარებას აგროვებდა.

"როქეთსისა" და "პეისერსის" ჯახი 16 ოქტომბერს, თბილისის დროით 05:00-ზე დაიწყება. "ინდიანას" იოლი გასეირნება ნამდვილად არ ელის და ფენომენალურად მოასპარეზე სუპერვარსკვლავის, ჯეიმს ჰარდენის განეიტრალება მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები