ვაისი:''შეტევის ხაზში გვიჭირს, უფრო ეფექტურად უნდა ვითამაშოთ''
Aa
Aa

ვაისი:''შეტევის ხაზში გვიჭირს, უფრო ეფექტურად უნდა ვითამაშოთ''

ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის დასკვნით ტურში საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები სტუმრად შვეიცარიას დაუპირისპირდება. მატჩისწინა დღეს სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შვეიცარიულ მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა. გამოცდილი სპეციალისტის თქმით ტრავმების გამო მისი გუნდის შეტევითი პოტენციალი შესუსტებულია.

ვლადიმირ ვაისმა აქცენტი გიორგი ჩაკვეტაძისა და ჯანო ანანიძის არყოფნაზე გააკეთა:''ჩვენ არ გვყავს ერთ დონეზე მოთამაშე 100 ფეხბურთელი. ჩვენ გვყავს შემტევები, რომლებიც საბერძნეთსა და ყაზახეთში თამაშობენ.

2019 წლის დასაწყისიდან მოყოლებული ''გენტის'' ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ვერ გვეხმარება, რომელსაც მუხლის ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა. შვეიცარიასთან მატჩში მოსკოვის ''სპარტაკის'' ფეხბურთელი ჯანო ანანიძეც ვერ დაგვეხმარება. მათი არყოფნა დიდი დანაკლისია.

შეტევაში გვიჭირს, ამ მხრივ ცუდად გვაქვს საქმე. მეტოქის ნახევარზე უფრო ეფექტურად უნდა ვითამაშოთ.''

ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის დასკვნით მატჩში შვეიცარიისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა 15 ნოემბერს, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. 

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები