ჰენდერსონი:
Aa
Aa

ჰენდერსონი: "მზად ვიყავი სუარესი მომეკლა"

ინგლისელმა ფეხბურთელმა, ჯორდან ჰენდერსონმა "ლივერპულში" გადადგმული პირველი ნაბიჯები გაიხსენა. მერსისაიდელთა კაპიტანმა აქცენტი "წითლების" ყოფილ ფეხბურთელზე, ლუის სუარესზე გააკეთა და მასთან დაკავშირებით საინტერესო ისტორია გაასაჯაროვა.

ჰენდერსონის თქმით ურუგვაელის გამო მას თვითრწმენა შეერყა.  ინგლისელის მიხედვით ვარჯიშებისას "ელ პისტოლერო" აგრძნობინებდა რომ არაფერს წარმოადგენდა და მასზე დაბლა იდგა.

"ლივერპულში მისვლისას მაქსიმუმის გაკეთებას ვცდილობდი. ხომ ხვდებით, ფეხბურთელებს ხშირად აკრიტიკებენ და შენს შესაძლებლობებს კითხვის ნიშნის ქვეშ რეგულარულად აყენებენ...

მაშინ ახალგაზრდა გახლდით და ვარჯიშებისას ლუის სუარესის ერთი თუ ორი საქციელი ძალიან არ მომეწონა. ურუგვაელმა მაგრძნობინა, რომ ლივერპულისთვის საკმარისად კარგი არ ვიყავი. მან ხელები ასწია თითქოს უკვირდა რას ვაკეთებდი. ისეთი შთაბეჭდილება დამიტოვა, თითქოს იქ არ უნდა ვყოფილიყავი. ამან ძალიან გამაბრაზა. ეს სამჯერ თუ ოთხჯერ გააკეთა, რის შემდეგაც კონტროლი დავკარგე და მზად ვიყავი სუარესი მომეკლა. ამ ინციდენტის შემდეგ ლუისთან კარგი ურთიერთობა მაქვს და მომდევნო შეხვედრაში გოლიც გავატანინე".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები