ერიკ კრამბლი - მოკრივე, რომელმაც ყველა ბრძოლა ნოკაუტით წააგო
Aa
Aa

ერიკ კრამბლი - მოკრივე, რომელმაც ყველა ბრძოლა ნოკაუტით წააგო

ერიკ კრამბლის შესახებ ალბათ ბევრმა თქვენგანმა არაფერი იცის. არადა კრივის ისტორიაში მისი მსგავსი სპორტსმენი ბევრი ნამდვილად არ ყოფილა... ერიკი ყველასგან გამორჩეულია, თუმცა სამწუხაროდ საქმე გამარჯვებებსა და ტრიუმფალურ გამოსვლებს არ ეხება... პირიქით...

კრამბლი 1966 წლის 10 დეკემბერს მილუოკიში დაიბადა. ერიკი რინგზე პირველად 1990 წლის 22 ივნისს გავიდა და ჯო უოტსს შეერკინა. ბრძოლა ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა და კრამბლის „საოცარი“ სერია სწორედ უოტსთან დაიწყო.

ხსენებული ჯახის შემდეგ, ერიკმა 31-ჯერ იჩხუბა. მას გამარჯვება არცერთხელ მოუპოვებია და 30-ივე დაპირისპირებაში დამარცხდა. ერთი ბრძოლის შედეგი კი გაუქმდა და No Contest-ად გამოცხადდა.

საინტერესოა ისაა, რომ კრამბლი ყველა შერკინებაში ნოკაუტში ჩააგდეს! აბსოლუტურად ყველაში! თუმცა მეორე მხრივ იგი ამ „მიღწევით“ კრივის ისტორიაში შევიდა.

ერიკს ძლიერი მეტოქეები ჰყავდა, თუმცა რამდენიმე ისეთ ბრძოლაში დამარცხდა, რომელიც ნამდვილად არ უნდა წაეგო. მაგალითისთვის 2000 წლის 25 თებერვალს კრამბლი დონი პენელტონს დაუპირისპირდა, რომელსაც მაშინ 8 მოგება და 96 წაგება ჰქონდა.

დაბოლოს, კრამბლი პირველ რაუნდში ნოკაუტში 22-ჯერ ჩააგდეს და ერიკს რინგზე ორ რაუნდზე მეტი არასდროს გაუტარებია...

ცხელი ამბები