შვეიცარიის ნაკრების თავკაცი:
Aa
Aa

შვეიცარიის ნაკრების თავკაცი: "საქართველო ძალიან საინტერესო ფეხბურთს თამაშობს"

შვეიცარიის ნაკრების თავკაცმა, ვლადიმირ პეტკოვიჩმა საქართველოსთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. 56 წლის სპეციალისტი ხვალ სამი ქულის აღებას გეგმავს, თუმცა აცხადებს, რომ ის და მისი შეგირდები საქართველოს ეროვნულ გუნდს სათანადოდ აფასებენ და მეტოქეს პატივს სცემენ.

პეტკოვიჩის თქმით საქართველო ძლიერი გუნდია, რაც ერთა ლიგაზეც დამტკიცდა.

"სიტუაცია დიდად არ შეცვლილა. შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ირლანდიასთან მიღწეული წარმატების შემდეგ, ყველაფერი ჩვენ ხელთაა.

სცენარი? პროგნოზების კეთებაში დროს არ ვხარჯავთ. შვეიცარიამ ყველა მატჩი უნდა მოიგოს.

როცა საქართველოში გავიმარჯვეთ ითქვა, რომ საქართველოს ნაკრებთან მოგება ნორმალური მოვლენა გახლდათ, მაგრამ მე ვამბობ, რომ საქართველომ ერთა ლიგა შესანიშნავად ჩაატარა და ძალიან საინტერესო ფეხბურთს თამაშობს".

შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელის პოზიციას დენის ზაკარიაც იზიარებს და აცხადებს: "საქართველოსთან გამართული პირველი მატჩი ძალიან მძიმე იყო. იმ შეხვედრაში გოლის გატანა გაგვიჭირდა, თუმცა ახლა ფავორიტები ვართ, საქართველოზე უკეთესი გუნდი გვყავს და ვიმედოვნებ ამას დავამტკიცებთ".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები