პეპ გუარდიოლას პირადი მადლობა
Aa
Aa

პეპ გუარდიოლას პირადი მადლობა "სიტის" 114 გულშემატკივარს

"მანჩესტერ სიტის" თავკაცმა, პეპ გუარდიოლამ "ქალაქელთა" გულშემატკივრებს, რომლებმაც 4000 მილი გაიარეს და "შახტართან" მატჩს დაესწრნენ მადლობა გადაუხადა.

"სიტი" უკრაინულ გუნდს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ეგიდით გამართულ შეხვედრაში დაუპირისპირდა და პეპ გუარდიოლას გუნდის გასვლით მატჩს "ქალაქელთა" 114 ქომაგი დაესწრო.

ესპანელმა სპეციალისტმა გულშემატკივრებს წერილი გაუგზავნა, რომელიც ერთ-ერთმა მათგანმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. 

"ძვირფასო დარენ, ოთხშაბათს, 18 სექტემბერს შენ და კიდევ 113-მა ერთგულმა ქომაგმა გრძელი გზა გაიარეთ, რათა შახტართან გამართულ მატჩს დასწრებოდით და მინდა შანსი გამოვიყენო და მადლობა გადაგიხადოთ".

"ჩვენ კმაყოფილები ვართ ჩემპიონთა ლიგა გამარჯვებით რომ დავიწყეთ. რთულ მეტოქეს დავუპირისპირდით, მაგრამ ვფიქრობ კარგად ვიასპარეზეთ, თამაშს ვაკონტროლებდით და დამსახურებულად გავიმარჯვეთ".

"ასეთ შეხვედრებში თქვენი მხარდაჭერა ძალიან ბევრს ნიშნავს და როგორც ვამბობდი გულშემატკივრების გარეშე არაფერს წარმოვადგენთ".

"მადლობის ნიშნად გვინდა შახტართან განმეორებით გასამართ მატჩზე მოგიწვიოთ".

"ფეხბურთელების და გუნდის პერსონალის სახელით მადლობას კიდევ ერთხელ გიხდით".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები