ლეგენდარული ტიერი ანრი MLS-ში იმუშავებს
Aa
Aa

ლეგენდარული ტიერი ანრი MLS-ში იმუშავებს

1998 წლის მუნდიალის გამარჯვებულმა, ლეგენდარულმა ტიერი ანრიმ ''მონრეალთან'' კონტრაქტი გააფორმა. 42 წლის სპეციალისტი MLS-ის კლუბს 2022 წლამდე უხელმძღვანელებს.

ლონდონის ''არსენალის'' ყოფილმა თავდამსხმელმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში აღნიშნა, რომ ''მონრეალის'' მთავარ მწვრთნელად მუშაობა მისთვის დიდი პატივია:''MLS კარგად ვიცნობ, აქ დიდი დრო გავატარე. კვებეკს აქვს ძალიან მულტიკულტურული და ექსტრაორდინალური მემკვიდრეობა. ''მონრეალის'' თამაშს ყოველთვის თვალს ვადევნებდი და ახლა მე აქ ვარ.''

2010-14 წლებში ტიერი ანრი ''ნიუ იორკ რედ ბულსის'' ფეხბურთელი იყო. კარიერა სწორედ ამ კლუბში დაასრულა. რაც შეეხება მის სამწვრთნელო კარიერას, 2016-18 წლებში ბელგიის ეროვნულ ნაკრებში რობერტო მარტინესის ასისტენტად მუშაობდა, გასულ სეზონში კი ''მონაკოს'' წვრთნიდა, სადაც დაიწყო ფეხბურთელის პროფესიული კარიერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები