პელეს ინტერვიუ: ვისთან ერთად ითამაშებდა დღეს? ვინ იყო მისი ყველაზე უხერხული მეტოქე?
Aa
Aa

პელეს ინტერვიუ: ვისთან ერთად ითამაშებდა დღეს? ვინ იყო მისი ყველაზე უხერხული მეტოქე?

ფეხბურთის მეფემ, ბრაზილიელმა პელემ პრესასთან საკმაოდ საინტერესო თემებზე ისაუბრა.

79 წლის ცოცხალმა ლეგენდამ ინტერვიუში დაასახელა მისთვის ყველაზე უხერხული მცველი, ასევე მოთამაშე რომლის მხარდამხარაც დღეს დიდი სიამოვნებით ითამაშებდა, მან თანამედროვე ფეხბურთში არსებულ პრობლემაზეც ისაუბრა.

გთავაზობთ ინტერვიუს ყველაზე საინტერესო ნაწილს.

ყველაზე ძლიერი მცველი, რომლის წინააღმდეგაც უთამაშია

“მათ შორის ვის წინააღმდეგაც მითამაშია, იტალიელი ჯოვანი ტრაპატონი ყველაზე ძლიერი მეტოქე იყო. ის ულმობელი გახლდათ, თუმცა სუფთად მეთამაშებოდა, რასაც ვერ ვიტყვი ინგლისელ და არგენტინელ მცველებზე, რომლებიც ფეხებში დაუნდობლად მირტყამდნენ“.

მესის მხარდამხარ

„დღევანდელი ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტად ლეო მესის მხარდამხარ თამაშს ვისურვებდი.

ის ძალიან ტექნიკურია, ასრულებს საგოლე გადაცემებს, გააქვს გოლები და კარგი დრიბლინგი აქვს.

თუ, მე და მესი ერთად ვითამაშებდით, მეტოქე გუნდის მცველებს ერთის ნაცვლად ორი მოთამაშის შეეშინდებოდათ.

დღეს მესი ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელია“.

დიდი მოთამაშეების ნაკლებობა

„ადრე თქვენ ერთ ქვეყანაში ორ, ან სამ უმაღლესი საფეხბურთო კულტურის მქონე მოთამაშეს ნახავდით. ეუსებიო, კრუიფი, ბეკენბაუერი, მარადონა, გარინჩა, დიდი. რამდენი ჩამოვთვალე? მაშინ ძალიან ბევრი იყო.

დღეს ჩვენ მხოლოდ 2, ან 3 გვყავს. მესი, რონალდუ და ვიტყოდი ნეიმარს, რომელსაც ბრაზილიაში დიადი მოთამაშის სახელი ჯერაც არ აქვს მოხვეჭილი“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები