ოფიციალურად: დუნგა ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს!
Aa
Aa

ოფიციალურად: დუნგა ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს!

რამდენიმე წუთის წინ მსოფლიოს წამყვანმა სპორტულმა გამოცემებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ დუნგა ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლებულია. - ამის მიზეზად არასასურველი შედეგებია. 

შეგახსენებთ, რომ "კოპა ამერიკაზე" ბრაზილიამ ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა, თანაც მაშინ როცა მეტოქეებად ეკვადორი, პერუ და ჰაიტი ჰყავდა...

დუნგა ამ თანამდებობიდან მეორედ გაუშვეს. ის "სელესაოს" 2006-2010 და 2014-2016 წლებში ავარჯიშებდა. 

ჯერჯერობით მისი შემცვლელის ვინაობა არ სახელდება. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები