Aa
Aa

მალდინის "მილანში" ანჩელოტის მიწვევა სურს

ტურინული Tuttosport-ის ინფორმაციით, „მილანის“ დირექტორ პაოლო მალდინის კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე კარლო ანჩელოტის მიწვევა სურს.

გამოცემის მიხედვით, თუკი მალდინი „როსონერიში“ ზაფხულამდე დარჩება, იგი ანჩელოტის გადაბირებაზე სერიოზულად იმუშავებს და არცთუ მცირე შანსია, შედეგსაც მიაღწიოს.

„მილანში“ სტეფანო პიოლის დიდად არ ეიმედებათ და უფრო გამოცდილი და სახელიანი სპეციალისტის დანიშვნა სურთ, საამისოდ კი ანჩელოტი რეალური კანდიდატია.

თანაც, „პაპა კარლოს“ „ნაპოლიში“ სიტუაცია აერია და შიდა სამზარეულოში სერიოზული განხეთქილებებია. 60 წლის სპეციალისტს დამოკიდებულება, როგორც პრეზიდენტ დე ლაურენტისთან, ასევე ფეხბურთელებთან გაუფუჭდა, ფანების ნაწილი კი მის გადადგომას ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები