Aa
Aa

ვილიანი: "რონალდინიო ყველა დროის საუკეთესოა"

ლონდონის „ჩელსის“ ბრაზილიელი გარემარბი, ვილიანი მიიჩნევს, რომ რონალდინიო ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. ესპანური და ინგლისური გამოცემები ვილიანს „ბარსელონას“ უკავშირებენ და სამხრეთ ამერიკელი შესაძლოა ლიონელ მესის მხარდამხარ აღმოჩნდეს, თუმცა 31 წლის შემტევი ამას არაფრად აგდებს და „ლა პულგაზე“ წინ მაინც რონალდინიოს აყენებს.

“რონალდინიო ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. ის კრიშტიანუ რონალდუზე და ლიონელ მესიზე უკეთესია. რონალდუსა და მესის ბევრი გოლი გააქვთ, მაგრამ რასაც რონალდინიო მოედანზე აკეთებდა საოცრება იყო და თან გოლებსაც იტანდა.

როგორც რონალდინიოს გულშემატკივარი, ვფიქრობ, რომ მან ფეხბურთის თამაში ნაადრევად შეწყვიტა. რონალდინიოს თავის სტილში ასპარეზობა კიდევ რამდენიმე წელი რომ გაეგრძელებინა, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი სამჯერ, ოთხჯერ ან ხუთჯერ გახდებოდა.

ის ნომერ პირველი ორჯერ იყო. შემდეგ კი არ ვიცი რა მოხდა. რონალდინიო ჩემი კუმირი გახლავთ“.

შეგახსენებთ, რომ რონალდინიომ კარიერა ოფიციალურად 2018 წელს დაასრულა. ლეგენდარული ბრაზილიელი ერთ-ერთია იმ შვიდი ფეხბურთელიდან, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა და ოქროს ბურთი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები