Aa
Aa

"ჩემი ბინის ქირა შენზე დავდე და ახლა მანქანაში მძინავს", - ნეიტ დიასის ღირსეული საქციელი

10 დღის წინ, UFC 244-ზე ნეიტ დიაზსა და ხორხე მასვიდალს შორის გამართულ ბრძოლას უდიდესი მოლოდინი ჰქონდა, თუმცა ქომაგებს იმედები გაუცრუვდათ და ის ვერ იხილეს, რასაც ელოდნენ.

ბრძოლა მასვიდალის გამარჯვებით დასრულდა. მე-3 რაუნდის შემდეგ ექიმებმა დიაზს მარჯვენა თვალის ზემოთ არსებული დაზიანების გამო ბრძოლის გაგრძელების უფლება არ მისცეს.

ამ ბრძოლის შემდეგ, ერთი საინტერესო ისტორია გავრცელდა. დიასმა თავისი ინსტაგრამის გვერდზე ფოტო განათავსა, რომელზეც ერთ-ერთმა მომხმარებელმა unknownkillers213-მა დააკომენტა: „ნეიტ, ჩემი ბინის ქირა შენს გამარჯვებაზე დავდე და ახლა მანქანაში მძინავს, ჯერაც არ ვიცი ფული როგორ ვიშოვო“.

დიასმა მომხმარებელს მოულოდნელად პასუხი გასცა და უთხრა, რომ ამაზე არ ენერვიულა, რადგან თანხას ის გადაუხდიდა.

ყველაფერი ასეც მოხდა, რის შემდეგაც ხსენებულმა მომხმარებელმა ინტერნეტში ნეიტთან საუბრის ამსახველი ფოტოები გაავრცელა:

„ნეიტი ნამდვილად ძალიან მაგარი ადამიანია. როდესაც კომენტარს ვწერდი ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ის ამას ნახავდა. მას უკვე შევატყობინე, რომ მართლა მანქანაში არ მეძინა და ეს ხუმრობა იყო, მაგრამ რაც მან გააკეთა ნამდვილად აღფრთოვანებას იწვევს.

მან იმაზე მეტი თანხა გამომიგზავნა, ვიდრე მე ვუთხარი. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ის ნამდვილად ხალხის შვილია“.

ცხელი ამბები