ოფიციალურად: არსენ ვენგერი ამიერიდან FIFA-ში იმუშავებს
Aa
Aa

ოფიციალურად: არსენ ვენგერი ამიერიდან FIFA-ში იმუშავებს

70 წლის ლეგენდარული ფრანგი სპეციალისტი არსენ ვენგერი სავარაუდოდ სამწვრთნელო კარიერას აღარ დაუბრუნდება. რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ის ფიფაში იმუშავებს.

ვენგერი ფიფაში გლობალური განვითარების განყოფილებას უხელმძღვანელებს. მუსიე არსენი პასუხისმგებელი იქნება მსოფლიოში განვითარების სტიმულირებაზე.

ასევე, ვენგერი იქნება წამყვანი სპეციალისტი IFAB-ის ჯგუფთან (ფეხბურთის წესების მარეგულირებელი), ტექნიკური საკითხების კონსულტაციების ჯგუფში და ტექნიკურ კომიტეტში, რომელიც 1966 წლიდან ფუნქციონირებს.

არსენ ვენგერი მწვრთნელთა სწავლების კურსებშიც მიიღებს მონაწილეობას და ყოფილი ფეხბურთელების მმართველ ორგანოში მუშაობის გამარტივებაზე იზრუნებს.

ამრიგად, ვენგერი არა „ბაიერნში“ არამედ ფიფაში მიდის. უდიდესი ალბათობით ფრანგს მთავარი მწვრთნელის რანგში ვეღარ ვიხილავთ, რაც ცოტა ნოსტალგიის მომგვრელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები